|
2019-10-16 19:10:34, 1242 ნახვა
კომენტარი
ხაზარაძე - კახა კალაძის ლექსიკა არ შეესატყვისება არათუ პოლიტიკოსის, არამედ კაცის ლექსიკას
„კახა კალაძის ლექსიკა არ შეესატყვისება არათუ პოლიტიკოსის, არამედ კაცის ლექსიკას“, - ასე გამოეხმაურა საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე თბილისის მერის მირე მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებებს. როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, კალაძე „დამარცხებული პოლიტიკოსის ენით მეტყველებს“. „ვფიქრობ რა ვუპასუხო კალაძეს, ალბათ არ ვუპასუხებ, რამეთუ მისი ლექსიკა არ შეესაბამება არათუ პოლიტიკოსის, არამედ კაცის ლექსიკას. ეს არის ჩემთვის დამარცხებული პოლიტიკოსების სალაპარაკო ენა და იმ პოლიტიკოსების, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა ესე მდგომარეობამდე მიიყვანეს“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. ცნობისთვის, თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს ანაკლიის პორტთან დაკავშირებით კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ეეჭვება, მამუკა ხაზარაძემ პროექტის განხორციელება შეძლოს: „დიდი ეჭვი მაქვს, რომ ხაზარაძემ ამ პროექტის განხორციელება შეძლოს. მას არც ფინანსური რესურსი აქვს ამის და არც გონებრივი შესაძლებლობები“.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)