|
2019-10-16 14:05:26, 1375 ნახვა
კომენტარი
მელია: სანამ მართვის სადავეები ივანიშვილის ხელშია, არ ველოდოთ, რომ ის საკუთარი თავის წინააღმდეგ რამეს გამოიძიებს
"სანამ მართვის სადავეები ივანიშვილის ხელშია, არ ველოდოთ, რომ ის საკუთარი თავის წინააღმდეგ რამეს გამოიძიებს", - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა. მელია ამ განცხადებით ბიძინა ივანიშვილის მიერ ფულის გათეთრების სავარაუდო სქემას გამოეხმაურა, რომელზეც ინფორმაცია ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გაავრცელა. ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, შესაძლო ფაქტის გამოძიება აუცილებლად უნდა მოხდეს, მაგრამ არა ამ ხელისუფლების პირობებში, არამედ მას შემდეგ, რაც დემოკრატიული არჩევნები ჩატარდება. „ბიძინა ივანიშვილის ხელით, რუსეთმა რუსული ოცნების ასრულება მოახერხა. სწორედ ივანიშვილმა აუსრულა ის ოცნება, რომელიც გულისხმობს უარს "ანაკლიის კონსორციუმის" აშენებაზე. საბოლოოდ გაირკვა, რომ ივანიშვილი არა მხოლოდ უზურპატორია და მდიდრდებოდა ხალხის ხარჯზე უკანასკნელ წლებში, არამედ იყო მუდმივად დაკავებული შავი ფულის რეცხვით, თავის პარტნიორებთან ერთად. მათ შორის კალაძესთან. არ ველოდოთ, რომ ივანიშვილი რაიმეს საკუთარი თავის წინააღმდეგ გამოიძიებს. სანამ მართვის სადავეები მის ხელშია, არაფრის გამოძიება არ მოხდება. თუმცა, როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება, აუცილებლად საჯაროდ, საგამოძიებო კომისიის ფარგლებში, ამ საკითხის გარკვევა პირდაპირ ეთერში უნდა მოხდეს“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)