|
2019-10-16 11:23:55, 986 ნახვა
კომენტარი
ლილუაშვილი - კორუფციის კონტროლის მხრივ საქართველო მსოფლიოში მაღალ პოზიციებს იკავებს
„კორუფციასთან ბრძოლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია“, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარდგენილმა გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, კორუფციის კონტროლის მხრივ საქართველო მაღალ პოზიციებს იკავებს მსოფლიოში, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი, მხოლოდ ესტონეთს ჩამორჩება, რასაც მათ შორის ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის სტატისტიკა. „ასევე, მნიშვნელოვანია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხი. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში დღემდე მიღწეული წარმატების კვალდაკვალ საჯარო სექტორში კორუფციისა და სამოხელეო დანაშაულის პრევენცია რჩება კვლავ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ჩვენი ქვეყნისთვის. თითოეული ცვლილების მიზანია მოხდეს სახელმწიფო, თვითმმართველი ერთეულების წარმომადგენლებისთვის ინფორმაციის მიწოდება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებზე, ანუ საჯარო მოხელეების, მოსახლეობის ჩართულობა, ანუ ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა დღეს, თანაგრძნობა დამნაშავისადმი და არა პირიქით. ჩვენ ვცდილობთ, რომ საგანმანათლებლო საქმიანობა განვახორციელოთ ცნობიერების ამაღლების კუთხით და საჯარო მოხელეებს ისე, როგორც მოქალაქეებს გავუჩინოთ განცდას, რომ ისინი მთავარი აქტორები არიან კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში და ეს არ არის მხოლოდ ერთი უწყების საქმე, ეს არის მთელი მოსახლეობის საქმე“, - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)