|
2019-10-15 10:30:35, 1365 ნახვა
რეგიონი
სამთაწყარო-ფიროსმანის მექანიკური მორწყვის სისტემების რეაბილიტაცია განხორციელდა
ოცწლიანი პაუზის შემდეგ სამთაწყაროსა და ფიროსმანის სავარგულები მოირწყა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციამ“ კახეთში, სამთაწყარო-ფიროსმანის მექანიკური მორწყვის სისტემების რეაბილიტაცია განახორციელა. პროექტის ფარგლებში: აშენდა ახალი სატუმბი სადგურები; სარწყავი სისტემის 16- კილომეტრიან მაგისტრალურ არხს და მასზე არსებულ ჰიდროტექნიკურ ნაგებობებს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა; არხები მთლიანად გაიწმინდა ბუჩქნარისა და გრუნტის ნატანისგან; დაზიანებული რკინა-ბეტონის ფილების სანაცვლოდ მოეწყო მონოლითური არმირებული ბეტონი. აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა ხიდებს, ღვარსაშვსა და წყალაღების კვანძებს. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, სოფლების ფიროსმანისა და სამთაწყაროს 1000- ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის მორწყვა გახდა შესაძლებელი. საქართველოს მელიორაციის გენერალურმა დირექტორმა, დავით წითლიძემ, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში აღდგენილი სარწყავი სისტემა დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)