|
2019-10-10 17:12:22, 3873 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძემ შვედეთის ელჩთან შეხვედრა გამართა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში ულრიკ ტიდესტრომთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე, რაც რეგიონულ დონეზე წარმატებული თანამშრომლობით გამოიხატება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა შვედ დიპლომატს საქართველოს ევროპული მისწრაფების მხარდაჭერისთვის და ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვა. ულრიკ ტიდერსტომმა ისაუბრა შვედეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის მრავალი მიმართულებით არსებობს განვითარების პოტენციალი, იქნება ეს ეკონომიკა, კულტურა თუ ინვესტიციები. აღსანიშნავია, რომ საქართველო და შვედეთი თანამშრომლობენ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, ეკონომიკა, თავდაცვა, საერთაშორისო განვითარება და ა.შ. ევროკავშირის ქვეყნებიდან, შვედეთი 2005 წლიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დონორია საქართველოსთვის.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)