|
2019-10-10 16:13:10, 4064 ნახვა
კომენტარი
მელია: მოსამართლის მანტია აქვს შემოცმული, თორემ სინამდვილეში, შიგნით „ოცნების“ მაისური აცვია
"ეს არის ადამიანი, რომელსაც მოსამართლის მანტია აქვს შემოცმული, მაგრამ შიგნით "ქართული ოცნების" მაისური აცვია", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მას შემდეგ რაც იგგი მოსამართლემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა. როგორც მელიამ აღნიშნა, მისთვის გაუგებარია თუ რატომ გააძევა მოსამართლემ სხდომა დარბაზიდან. "არანაირი მოსამართლე ეს ადამიანი არ გახლავთ. ეს არის ადამიანი, რომელსაც მოსამართლის მანტია აქვს შემოცმული, მაგრამ შიგნით "ქართული ოცნების" მაისური აცვია. ასეთები არიან აბსოლუტური უმრავლესობა, როგორც საქალაქოში, სააპელაციოში, ისე უზენაესში. დადასტურება ამ სიტყვებისა გახლავთ ის, რომ მთელი ის პროცესი, რაც უკანასკნელ დღეებში მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტში, როდესაც ზონდერი მოსამართლეები მოდიან და უზენაეს სასამართლოში მათ უვადო დანიშვნას უპირებს ივანიშვილი, ესეთი ადამიანი გახლავთ ეს. ადამიანი, მიუხედავად თხოვნისა, შუამდგომლობის დაყენებისა რომ სამაჯურის მოხსნა/არ მოხსნის საკითხი განეხილა დროულად, ვინაიდან აქ დარბაზში პარლამენტის მოქმედი წევრები იყვნენ, ჩანდა, რომ იგი ცდილობდა ჩვენი დეპუტატები ვერ მოხვედრილიყვნენ პარლამენტში დღეს და მისი მეგობარი ამით შვებას იგრძნობდა. მე ამ ადამიანს ვერ აღვიქვამ მოსამართლედ. ეს ადამიანი არ არის მოსამართლეს. ეს არის ის ადამიანი, რომელსაც რასაც ჩასძახებენ, იმას ამოსძახებს", - განაცხადა ნიკა მელიამ.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
სააკაშვილი – ვაპირებ აფხაზეთის დაბრუნებას საქართველოს კონტროლქვეშ, მიმაჩნია, რომ სოხუმი უნდა იყოს საქართველოს დედაქალაქი
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)