|
2019-10-10 15:23:32, 2860 ნახვა
კომენტარი
ჯაფარიძე: ნათელია, რომ ეს არის ივანიშვილის ორგანიზებული პოლიტიკური ანგარიშსწორება - ბრძოლა იქნება უკომპრომისო
„ყველასთვის ნათელია, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის ორგანიზებული პოლიტიკური ანგარიშსწორება მამუკა ხაზარაძის და ჩემ მიმართ“, - ამის შესახებ მოძრაობა „ლელოს“ ერთ-ერთმ დამფუძნებელმა, ბადრი ჯაფარიძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, მეთოდი, რომელსაც პროკურატურა იყენებს, ავტოკრატიული რეჟიმების მიერ კარგად არის აპრობირებული. „ამას ეწირება საქართველოს ინტერესები. ამის გამო უზარმაზარ ზიანს იღებს სახელმწიფო, მისი ინსტიტუციები და თითოეული მოქალაქე. მაგრამ, სამწუხაროდ, პრიორიტეტი ბიძინა ივანიშვილისთვის არის ჩვენთვის ანგარიშსწორება და ამისთვის იყენებს პროკურატურას, მის მთავარ პროკურორს, რომლის განათლება და მორალი რბილად რომ ვთქვათ, ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. თქვენ თვითონ ნახეთ მისი გამოსვლა გუშინ. რაც მთავარია, მეთოდი, რომელსაც იყენებს ბიძინა ივანიშვილის მთავარი პროკურორი, ეს არის კარგად აპრობირებული მეთოდი ავტოკრატიული რეჟიმების მიერ, როდესაც ფულის გათეთრების დაბრალებით ხდება პოლიტიკური ოპონენტების დევნა და მათ წინააღმდეგ ბრძოლა. ეს არის ბრძოლა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ამიტომ ისინი ამ ბრძოლაში უნდა დამარცხდნენ. ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი შვილების და ჩვენი ქვეყნის მომავალზე, ამიტომ ჩვენგან ეს ბრძოლა იქნება შეუპოვარი და უკომპრომისო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება პირადად ბიძინა ივანიშვილის და მისი მთავარი პროკურორის, თადუმაძის მიერ“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. შეგახსენებთ, საქართველოს გენერალური პროჯურატურა თიბისი ბანკის დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება.
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)