|
2019-10-10 11:54:15, 2079 ნახვა
კომენტარი
მდინარაძის ინფორმაციით, ნაზი ჯანეზაშვილმა იგივე უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა, რომელიც შალვა თადუმაძემ
საპარლამენტო ფრაქცია „ ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატის, შალვა თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებით გუშინ გამოთქმულ მოსაზრებებს გამოეხმაურა. მდინარაძის ინფორმაციით, უუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა იგივე უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა, რომელიც შალვა თადუმაძემ. „ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რის გამოც ეჭვი შეიტანეს დეპუტატებმა მისი დიპლომის ნამდვილობაში, იყო ის, რომ ინსტიტუტს, სადაც ის სწავლობდა, 2003 წლიდან მიენიჭა ნოდარ დუმბაძის სახელი. ჩვენი ოპონენტების მხრიდან მთელი დღის განმავლობაში ვისმენდით შეურაცხმყოფელ განცხადებებს. ისეთი შეურაცხყოფების ფონზე მიმდინარეობდა ეს პროცესი, რომ გენერალურ პროკურორს თაღლითიც კი უწოდეს. შეუძლებელია დიპლომში მითითებული იყოს ნოდარ დუმბაძის სახელობის ინსტიტუტი 2003 წლამდე. მე დავპირდი საზოგადოებას, უმოკლეს ვადაში მომეძიებინა დამატებითი არგუმენტები. გუშინვე მე და ანრი ოხანაშვილმა გავიხსენეთ კურსდამთავრებული, რომელმაც 2003 წლამდე დაამთავრა ეს ინსტიტუტი და მის დიპლომში 2002 წელი ფიქსირდება. ამ ადამიანის სახელი და გვარია ნაზი ჯანეზაშვილი. ქალბატონი ნაზის კვალიფიკაციაში და დიპლომის ნამდვილობაში არ გვეპარება ეჭვი. ასეთი ეჭვის გამოთქმის საფუძველი არ გვქონდა. მან ეს დიპლომი წარმოადგინა მაშინ, როდესაც ის იყო კანდიდატი და შემდეგ იყო მხარდაჭერილი პარლამენტის მიერ. ჩვენთან ერთად ჩვენმა პატივცემულმა ოპოზიციონერებმაც დაუჭირეს მას მხარი", - აღნიშნა ფრაქცია „ ქართული ოცნების" თავმჯდომარემ.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)