|
2019-10-08 15:40:43, 2261 ნახვა
კომენტარი
კახიძე თადუმაძეზე: წულუკიანი ისე დანიშნეს გენპროკურორად, მას იურისტის დიპლომი არ ჰქონია - ახლა მეორე სერიაა
"ევროპული საქართველოს" დეპუტატი ოთარ კახიძეი გენერალური პროკურორის და უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლის კანდიდატის, შალვა თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებით ინფორმაციას ეხმაურება. ამ კონტექსტში, დეპუტატი იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის დიპლომზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ გენერალურ პროკურორად დანიშვნის დროს, წულუკიანს დიპლომი არ ჰქონდა. „გვახსოვს, რომ ქალბატონი წულუკიანი ისე დანიშნეს გენერალურ პროკურორად, რომ მას იურისტის დიპლომი არ ჰქონია. მერე გვახსოვს დაკავებები, ბედუკაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმა, ჩატაევი ციხიდან გამოუშვა, ეს ყველაფერი წულუკიანმა გააკეთა. ახლა მეორე სერიაა. ეს მორიგი პირია უკვე, რომლის იურიდიული განათლება არის კითხვის ნიშნის ქვეშ. ეს აღარ გვიკვირს უკვე, თუმცა ამ ყველაფრიდან უნდა გამოვიტანოთ აზრი და დავსვათ დიაგნოზი, რომ ეს ხელისუფლება არის შეუფერებელი, რომ მართავდეს ქვეყანას. არ შეიძლება მათ ჰქონდეთ სახელმწიფო სადავეები და იღებდნენ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, იმიტომ, რომ არაფერს სასიკეთოს ასეთი ტიპის არაპროფესიონალური მართვა არ მოუტანს", - განაცხადა კახიძემ. ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველომ" შეისწავლა მოქმედი გენერალური პროკურორის და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შალვა თადუმაძის იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებული საკითხები და მის დიპლომთან დაკავშირებით არაერთი შეუსაბამობა გამოავლინა.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)