|
2019-10-07 17:17:30, 5302 ნახვა
მსოფლიო
მაკრონი: ევროკავშირი Brexit-ის შეთანხმებაზე გადაწყვეტილებას კვირის ბოლომდე მიიღებს
საფრანგეთის პრეზიდენტის ემანულ მაკრონის ინფორმაციით, ევროკავშირი Brexit-ის შეთანხმებაზე გადაწყვეტილებას კვირის ბოლომდე მიიღებს, - ამის შესახებ BBC იუწყება. როგორც ფრანგმა ლიდერმა აღნიშნა, მოლაპარაკებები ახლა სწრაფ ტემპში უნდა გაიმართოს, რათა გამოჩნდეს "სცემს თუ არა ეს შეთანხმება ევროკავშირის პრინციპებს პატივს". მედია საშუალების ინფორმაციით, შესაბამისი განცხადებები მაკრონმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან ბორის ჯონშონთან საუბრისას გააკეთა. თავის მხრივ, ბორის ჯონშონმა განაცხადა, რომ ევროგაერთიანებას არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ 31 ოქტომბრის შემდეგ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიში დარჩება. ამასთან, ჯონსონს სჯერა, რომ ევროკავშირი Brexit-ის შეთანხმების საბოლოო ვარიანტს მოიწონებს, თუმცა კარგვეულ კომპრომისზე უნდა წავიდეს. მედიის ცნობით, დიდი ბრიტანეთის პრემიერი ევროკავშირის ლიდერებთან კიდევ ერთ შეხვედრას გამართავს. ცნობისთვის, ლონდონსა და ბრიუსელს შორის Brexit-ის პირობების შესახებ მოლაპარაკებები 2017 წლის 19 ივნისს დაიწყო. ბრიუსელში გამართულ საგანგებო სამიტზე ევროკავშირის ლიდერები Brexit-ის 31 ოქტომბრამდე გადადებაზე შეთანხმდნენ. ბორის ჯონსონმა ევროკავშირს Brexit-ის შეთანხმების საბოლოო ვარიანტი 2 ოქტოომბერს შესთავაზა. შეგახსენებთ, დიდ ბრიტანეთში 2016 წლის 23 ივნისს ჩატარდა რეფერენდუმი, სადაც მოსახლეობას უნდა მიეღო გადაწყვეტილება, სურდა თუ არა ევროკავშირის დატოვება, ან გაერთიანებაში დარჩენა. რეფერენდუმში მონაწილეთა უმრავლესობამ - 51.9%-მა მხარი დაუჭირა ევროკავშირიდან გასვლას, ხოლო 48.1% საერთაშორისო ორგანიზაციიდან გასვლის წინააღმდეგი იყო. 2018 წლის 29 მარტს, ბრიტანეთის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ევროსაბჭოს ხელმძღვანელს დონალდ ტუსკს წერილი გაუგზავნა, სადაც აცნობა, რომ დაწყებულია ევროკავშირიდან გასვლის პროცედურა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ქვეყანა ევროგაერთიანებიდან 2019 წლის 29 მარტს უნდა გამოსულიყო. თუმცა, პროცესი გაჭიანურდა. Brexit-ის დასასრულებლად საჭიროა, რომ შესაბამისი შეთანხმება 27 ქვეყნის ეროვნულ პარლამენტებშიც შედგეს, რასაც, სავარაუდოდ, რამდენიმე წელი დასჭირდება. Brexit-მა ბრიტანეთში პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია, რის გამოც პრემიერმინისტრი ტერეზა მეი გადადგა და მისი ადგილი საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ბორის ჯონსონმა დაიკავა.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)