|
2019-10-07 13:14:56, 1488 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე: ვიცი, თუ რა გეგმები აქვს ვანო ზარდიაშვილს - მალე თქვენც უფრო მეტი გეცოდინებათ
პარლამენტის თავჯდომარე არჩილ თალაკვაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ვანო ზარდიაშვილის მანდატის შესაძლო დატოვებას გამოემაურა. მისი თქმით, დეპუტატის მანდატი არასდროს ყოფილა ზარდიაშვილისთვის მთავარი ღირებულება და თვითმიზანი. მანვე დასძინა, რომ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით განცხადებას ზარდიაშვილი თავად გააკეთებს. "ბატონმა ვანო ზარდიაშვილმა არა ერთხელ განაცხადა, რომ თანამდებობა, დეპუტატის მანდატი არ არის მისთვის თვითმიზანი და არ არის ის მთავარი ღირებულება, რომლისთვისაც საერთოდ ჩვენი გუნდი მუშაობს. დეპუტატის მანდატი, ნებისმიერი თანამდებობაც ეს არის საშუალება, რომ საქმე გავაკეთოთ. შესაბამისად ამასთან დაკავშირებით ზედმეტი ყურადღება და აჟიოტაჟი, მისთვისაც და ჩვენთვისაც არის მიუღებელი. რაც შეეხება მის გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, მქონდა საუბარი მასთან და ვიცი, თუ რა გეგმები აქვს მას და ჩვენს თითოეულ თანაგუნდელს სამომავლოდ. ნუ გავუსწრებთ მოვლენებს წინ, ცოტახანში თქვენ გეცოდინებათ უფრო მეტი და ალბათ უპრიანია, რომ ამასთან დაკავშირებით თავად ბატონმა ზარდიაშვილმა ისაუბროს", - განუცხადა თალაკვაძემ. შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა ვანო ზარდიაშვილმა დეპუტატის მანდატი დატოვოს.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)