|
2019-10-02 00:39:18, 4430 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ს პრეზიდენტი რომელმაც სიცოცხლის ხანგრძლივობით რეკორდი მოხსნა - ჯიმი კარტერი 95 წლისაა
აშშ-ს 39-ე პრეზიდენტი ჯიმი კარტერი დღეს 95 წლის გახდა. კარტერი, არის რეკორდსმენი სიცოცხლის ხანგრძლივობით აშშ-ს პრეზიდენტებს შორის და ასევე რეკორდსმენი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწეობით აშშ-ს პოლიტიკურ ისტორიაში. 4 წლის წინ ჯიმი კარტერს კიბო აღმოუჩინეს, თუმცა ინტენსიური თერაპიის შემდეგ აშშ-ს 39-ე პრეზიდენტმა ის დაამარცხა. შემდგომი სამშვიდობო მოღვაწეობისთვის კარტერს მიღებული აქვს ნობელის პრემია 2002 წელს. კიმი კარტერი არის აშშ-ის 39-ე პრეზიდენტი (1977-1981) დემოკრატიული პარტიიდან. როგორც პრეზიდენტმა კარტერმა ენერგეტიკის და განათლების დეპარტამენტები შექმნა. მან ენერგეტიკული პოლიტიკა შეიმუშავა, რომელიც კონსერვაციას, ფასების კონტროლს და ახალ ტექნოლოგიებს გულისხმობდა. 1980 წელს აშშ-მ ბოიკოტი გამოუცხადა მოსკოვში ჩატარებულ ოლიმპიურ თამაშებს და დაჩქარებული წესით განაგრძო საკუთარი ბირთვული პოტენციალის ზრდა. კარტერის მმართველობის პერიოდში მოხდა ისლამური რევოლუცია ირანში; აიათოლა ჰომეინიმ აშშ "დიდ სატანად" გამოაცხადა, და 1980 წელს მძევლად აიყვანეს ამერიკის საელჩოს თანამშრომლები თეირანში. მოლაპარაკებები და ძალისმიერი მეთოდებით მძევლების განთავისუფლების მცდელობები უშედეგოდ დასრულდა. 1980 წლის ნოემბერში ჩატარებული არჩევნები, სადაც კარტერი მეორე ვადით იყრიდა კენჭს, რესპუბლიკელი რონალდ რეიგანის გამარჯვებით დასრულდა.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)