14:40 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-01 16:42:03, 1954 ნახვა

კომენტარი
გახარია - 2020 წლის ბიუჯეტი არა ამომრჩევლის მოსყიდვა, არამედ სოციალურად ღირსეული პირობების შექმნაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, სახელმწიფოს მხრიდან ბიუჯეტის გაზრდა არის მცირე ნაბიჯი, რისი გაკეთებაც შეიძლება ადამიანებისთვის, რომლებზეც ქვეყნის მომავალი დგას.

მისივე თქმით, არავინ უარყოფს რომ ქვეყანაში ბევრი გამოწვევაა.

"2020 ბიუჯეტი შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ არის საარჩევნო წლის ბიუჯეტი, მაგრამ ამორჩევლის მოსყიდვა ვერ იქნება ვერანაირად. თუ ვინმე თვლის რომ მოსყიდვაა როდესაც პენსიონერს ვუზრდით პენსიას, მასწავლებლების განათლების რეფორმის ფარგლებში ვუზრდით ხელფასს, პოლიციელებს, რომლებიც ყოველდღიურად იცავენ მართლწესრიგს ქვეყანაში, მათ სოციალურად ვუქმნით ღირსეულ პირობებს, ეს არის მოსყიდვა, ვფიქრობ ეს არის ის მცირე ნაბიჯი რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ იმ ადამიანებისტვის, რომლებზეც დგას ამ ქვეყნის მომავალი. 7 წლის თავზე რიგიტი მოქალაქეების ცხოვრება შეიცვალა ისე რომ 2020 წელს, მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ძალიან კარგად გვესმის რომ ეს საკმარისი არ არის და უფრო მეტი უნდა იყოს, 2020 წელს მთის რეგიონებში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებული პენსიონერების პენსია იქნება 300 ლარი და ასე შეიცვალა და კიდევ უფრო ბევრი რამე შეიცვლება", - განაცხადა გახარიამ.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics