|
2019-09-30 17:56:22, 2946 ნახვა
მსოფლიო
რუსული სიმღერის ჩართვის გამო, მსოფლიო რაგბის ორგანიზაციამ საქართველოს ბოდიში მოუხადა
მსოფლიო რაგბის ორგანიზაციამ საქართველოს ნაკრებსა და ქართველებს, საქართველო-ურუგვაის შეხვედრის დასრულების შემდეგ რუსული სიმღერის ჩართვის გამო ბოდიში მოუხადა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. მედია საშუალების ინფორმაციით, მსოფლიო რაგბის პრესპიკერმა საქართველოს ნაკრებს ბოდიში მოუხადა აღნიშნული ინციდენტისა და უხერხულობის შექმნის გამო. „გვინდა გულწრფელი ბოდიში მოვუხადოთ ჩვენს მეგობრებს საქართველოდან შექმნილი უხერხულობისთვის. აღნიშნული შემთხვევა საორგანიზაციო კომიტეტთან ერთად განვიხილეთ და გვინდა დაგარწმუნოთ, რომ მსგავსი რამ მომავალში აღარ მოხდება“, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში. ცნობისთვის, საქართველო-ურუგვაის მატცის დასრულების შემდეგ ორგანიზატორებმა რუსული სიმღერა ჩართეს. კერძოდ, სტადიონზე ვალერი მელაძის სიმღერა გაჟღერდა, რაც რაგბის ნაკრების კაპიტანმა ჯაბა ბრეგვაძემ და მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა პრესკონფერენციაზე გააპროტესტეს.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)