|
2019-09-30 10:52:20, 1292 ნახვა
რეგიონი
ბათუმში, ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრი „კლუბი სინერგია“ გაიხსნა
ბათუმში, ზ. გორგილაძის ქ. N12-ში, ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრი „კლუბი სინერგია“ გაიხსნა. ცენტრის მიზანია მოზარდებსა და ახალგაზრდებში ფსიქოაქტიური საშუალებების ავადმოხმარების და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების პრევენცია. ცენტრი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით, რომლებიც უფასო მომსახურებას გაუწევენ 14-დან 25 წლამდე მოზარდებსა და ახალგაზრდებს, აგრეთვე მათი ოჯახების წევრებს. ცენტრის პრეზენტაცის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ზურაბ თენიეშვილი და ქალაქ ბათუმის მერიის მოადგილე, ლელა სურმანიძე დაესწრნენ. ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრი ბათუმში ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისის“ ორგანიზებით და ევროკავშირის ფინანსური ხელშეწყობით ფუნქციონირებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)