|
2019-09-26 13:20:14, 5771 ნახვა
კომენტარი
ხაზარაძე: მოვუწოდებთ ყველას, ხელისუფლებას თუ ოპოზიციას, როცა პუტინი თანხებს გამოყოფს აფხაზეთის შეიარაღებისთვის, ვიყოთ ერთად
"ჩვენ ვართ იმ მდგომარეობაში, როცა არ გვაქვს ერთიანი, სახელმწიფოებრივი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რაც ჩვენს თავს ხდება, რასაც რუსეთი, როგორც ოკუპანტი ახორციელებს ჩვენი ქვეყნის მიმართ", - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. ამასთან, მან ყველა პოლიტკურ პარტიას მოუწოდა, რომ როცა ვლადიმერ პუტინი გამოყოფს თანხებს აფხაზეთში შეიარაღების გასაძლიერებლად, ამის საწინააღმდეგოდ ყველა გაერთიანდეს. „ხვალ, 26 წელი გადის, რაც ჩვენ დროებით, მაგრამ დავკარგეთ სოხუმი და აფხაზეთი, დავკარგეთ ჩვენი ძმები. მიუხედავად ამისა, ჩვენ კიდევ ერთხელ ვართ იმ მდგომარეობაში, როცა არ გვაქვს ერთიანი, სახელმწიფოებრივი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რაც ჩვენს თავს ხდება, რასაც რუსეთი, როგორც ოკუპანტი ახორციელებს ჩვენი ქვეყნის მიმართ. თითქმის ყოველკვირეულად ვართ ჩვენი ქვეყნის მიწების მიტაცების შემსწრეები. არსებობს რაღაც იდეა, საკითხები და ეს არის ეროვნული ინტერესის მატარებელი საკითხები, სადაც ვერანაირ კავშირში ვერ იქნება პარტია, ვიღაც ჯგუფების ინტერესი და ა.შ. ეს საკითხები არის ზეპარტიული, ჩვენი ქვეყნისთვის უპირველესი საკითხები და სწორედ ამ საკითხებში ჩვენ, „ლელოელები“ მოვუწოდებთ ყველას, ყველა პოლიტიკურ პარტიას, პოზიციას თუ ოპოზიციას, ამ საკითხებში, როცა პუტინი აწერს ხელს და გამოყოფს თანხებს აფხაზეთში შეიარაღების გასაძლიერებლად, ყველანი ერთად უნდა ვიყოთ ამის საწინააღმდეგოდ გაერთიანებულები. მე ამ სიტუაციაში არ მაინტერესებს ვინ, რა პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს. ეს არის ჩვენზე მაღლა. ეს ეხება ჩვენს ნაციონალურ ინტერესებს და ეს ნაბიჯი ჩვენი ეროვნული, სახელმწიფოებრივი ინტერესის წინააღმდეგ არის. მოვუწოდებთ ყველას, გადავდოთ ყველანაირი ამბიცია და შევთანხმდეთ თუნდაც რამდენიმე საკითხზე, რომელშიც ვიქნებით ერთიანი და უკომპრომისოები“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)