|
2019-09-25 17:58:01, 7747 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: აშშ-ში არ ყოფილა პრეზიდენტი, რომელსაც ისე ცუდად ექცეოდნენ, როგორც მე
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი "დემოკრატიული პარტიის" მიერ მისი იმპიჩმენტის მომზადების პროცესს ეხმაურება. ამასთან, როგორც ტრამპი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს, ის აშშ-ის ისტორიაში ერთადერთი პრეზიდენტია, რომელსაც "ასე ცუდად ექცევიან". "ჩვენი ქვეყნის ისტორიაში არ ყოფილა პრეზიდენტი, რომელსაც ისე ცუდად ექცეოდნენ, როგორც მე. დემოკრატებს შიში და სიძულვილი აწუხებთ. ასეთი რამ სხვა პრეზიდენტის მიმართ არ უნდა დავუშვათ. კუდიანებზე ნადირობა“, - წერს თეთრი სახლის ლიდერი. ცნობისთვის, საქმე ეხება სატელეფონო საუარს, რომელიც დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ ზელენსკის შორის ივლისში შედგა. ამ საუბრის შინაარსმა ამერიკის "დემოკრატიული პარტიის" კრიტიკა დაიმსახურა. კერძოდ, როგორც "დემოკრატები" აცხადებენ, ტრამპი ზელენსკის დაემუქრა, და 2020 წლის პრეზიდენტობის კანდიდატის და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაედინის შვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება მოსთხოვა. ამასთან, როგორც თეთრი სახლის ლიდერის ოპონენტები ამტკიცებენ, ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ამერიკა უკრაინას სამხედრო დახმარებას შეუჩერებდა. ხსენებული ბრალდებების შემდეგ, "დემოკრატებმა" დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყეს.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)