|
2019-09-23 23:13:46, 4443 ნახვა
მსოფლიო
16 წლის ეკო აქტივისტი მსოფლიო ლიდერებს - თქვენ მომპარეთ ბავშვობა, როგორ ბედავთ!
შვედი ეკო აქტივისტი 16 წლის გრეტა ტუნბერგი გაეროში კლიმატის დაცვის საკითხებზე მიძღვნილ სესიაზე სიტყვით გამოვიდა. სკოლის მოსწავლის ემოციური გამოსვლა, მსოფლიო ლიდერებს ეძღვნებოდა. "ყველაფერი ეს არასწორია, მე არ უნდა ვიყო აქ, მე უნდა ვიყო სკოლაში, მაგრამ თქვენ ცარიელი სიტყვებით, მომპარეთ ოცნება, თქვენ მე მომპარეთ ბავშვობა. იწყება მასიური გადაშენება, პლანეტის გადაშენება დაწყებულია და თქვენ რაზეც შეგიძლიათ ილაპარაკოთ, ფული და და ზღაპრებია, ზღაპრები მუდმივი ეკონომიკური ზრდის შესახებ, როგორ ბედავთ!" - განაცხადა გამოსვლისას გრეტა ტუმბერგმა. ტუნბერგი ნიუ-იორკში იალქნიანი ნავით ჩავიდა. ტუნბერგმა თვითმფრინავით მგზავრობაზე უარი თქვა. მიზეზი კი გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირებაა. მას აშშ-ში ჩასასვლელად 2 კვირა დასჭირდა. ტუნბერგმა და მისმა მოძრაობამ „Fridays For Future“ ორგანიზაცია Amnesty International-ის „სინდისის ელჩის“ წოდება მიიღეს.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)