|
2019-09-23 17:00:33, 3011 ნახვა
კომენტარი
არჩილ თალაკვაძე: 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემუშავების პროცესში მოქალაქეები მაქსიმალურად უნდა ჩავრთოთ
„თითოეული მუხლი, თითოეული პუნქტი, როდესაც ახალი ბიუჯეტის ფორმირება მოხდება, მოქალაქეებისთვის უნდა იყოს სათანადოდ განმარტებული. ჩვენი მიზანია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში თითოეულმა მოქალაქემ დაინახოს თავისი თავი, ჰქონდეს განცდა, რომ ეს მისი ბიუჯეტიც არის, რომელიც მისი გადასახადებისგანაც შედგება",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა. არჩილ თალაკვაძემ კომიტეტებს მოუწოდა, დამატებით იმსჯელონ რა დამატებითი ღონისძიებები შეიძლება გააკეთონ, რომელიც ახალი ბიუჯეტის ფორმირების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობას შეუწყობს ხელს. „მნიშვნელოვანია, რომ სოციალურად დაუცველმა ჩვენმა თანამოქალაქეებმაც მკაფიოდ და გასაგებად გაიგონ, თუ რა ცვლილებები და რა სიახლეები იქნება მათთვის 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული. ამისთვის მოგვიწევს დამატებით მსჯელობა, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ პარლამენტმა გარდა საკომიტეტო განხილვებისა, რომ მეტი კომუნიკაცია შედგეს ჩვენს მოქალაქეებთან. გთხოვთ, მოვემზადოთ ამ სამუშაო შეხვედრისთვის",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
(NS)
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)