2015-07-13 19:48:16, 667 ნახვა
საზოგადოება
სტუდენტებმა ლევან აბზიანიძის დაღუპვასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გამართეს
სტუდენტთა თვითორგანიზების ქსელმა „ურბან რეაქტორმა“ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“, „მწვანე მუშტმა“ , „ახალგაზრდა მწვანეებმა“ და „სტუდენტურმა მოძრაობა ალტერნატივამ“ ქუთაისელი ლევან აბზიანიძის დაღუპა და სახელმწიფო ნარკოპოლიტიკა მთავრობის კანცელარიის წინ გააპროტესტეს.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, აბზიანიძე პოლიციის კონკრეტულმა თანამშრომლებმა მოკლეს.
ცნობისთვის, გარდაცვლილის ახლობელის ინფორმაციით, აბზიანიძე ნარკოტესტირების დროს გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან