|
2019-09-20 10:33:43, 2747 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ონკოჰემატოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებისათვის ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის დაფინანსებას გაზრდის
2020 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ონკოჰემატოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებისათვის ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის დაფინანსებას გაზრდის. ბათუმში რეგისტრირებულ პაციენტებს ძვლის ტვინის აუტოლოგიური ტრანსპლანტაცია მაღალდოზირებული ქიმიოთერაპიით, ტრანსპლანტაციის წინა და პოსტტრანსპლანტაციური პერიოდის მართვით, სამინისტროს მიერ დაუფინანსდებათ 80 000 ლარით, დამატებით 20 000 ლარს გამოყოფს ქ. ბათუმის მერია. ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ პაციენტებს სამინისტრო ტრანსპლანტაციას დაუფინანსებს 100 000 ლარით. რაც შეეხება ძვლის ტვინის ალოგენურ ტრანსპლანტაციას, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ქ. ბათუმში რეგისტრირებულ პაციენტებს დაუფინანსებს 130 000 ლარით, დამატებით 20 000 ლარს გამოყოფს ქ. ბათუმის მერია. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ პაციენტებს სამინისტრო 150 000 ლარით დააფინანსებს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ #ძვლის #ტვინის აუტოლოგიური და ალოგენური ტრანსპლანტაცის დაფინანსება 2019 წელს დაიწყო. მიმდინარე წელს პროგრამით ხუთმა პაციენტმა ისარგებლა.
(NS)
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)