18:32 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-13 16:18:00, 2483 ნახვა

რეგიონი
„კონსენსუსი ჩორჩანასთან დაკავშირებით მიღწეული არ არის“ - ერგნეთში შეხვედრა დასრულდა

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ტექნიკური შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა მხარეებს შორის რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა და ის უშედეგოდ დასრულდა. 

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ანთაძემ განაცხადა, ცენტრალური ხელისუფლება და საოკუპაციო რეჟიმი მხოლოდ იმაზე შეთანხმდნენ, რომ ტექნიკური შეხვედრები ისევ უნდა გაგრძელდეს. 

"შეხვედრაზე გაჟღერებულ იქნა დიამეტრალურად განსხვავებული მოსაზრებები. შესაბამისად რა თქმა უნდა კონსენსუსი ამის თაობაზე მიღწეული არ არის. რაც შეეხება დიალოგის გაგრძელების პერსპექტივებს ამ კონკრეტულ საკითხში კონსენსუსი მიღწეულია და ყველა მონაწილემ ხაზი გაუსვა, რომ აუცილებლად უნდა გაგრძელდეს დიალოგი პოზიციების დაახლოების მიზნით. სამწუხაროდ მათ გადასასვლელების ჩაკეტვა დაუკავშირეს აბსოლუტად უსაფუძვლოდჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებს, რაზეც ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ ეს არის წმინდა ჰუმანიტარული ასპექტი, რითაც სარგებლობს საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადგილობრივი მკვიდრი. მათი პოზიცია არ არის კონსტრუქციული და რაც რა თქმა უნდა არის მიუღებელი", - განაცხადა ანთაძემ. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ხოშტარია: ჩემზე არ ინერვიულოთ, რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად
როგორ გამოიყენებ მზის ენერგიას ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
ბოკუჩავა: პრეზიდენტ სააკაშვილის პოსტი უცნაურია, მსგავსმა იმპულსურმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ
ევროპარლამენტმა საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics