|
2019-09-10 16:49:09, 2819 ნახვა
რეგიონი
შუახევში სოფელ გორის 45-მდე ოჯახს წყლის პრობლემა მოუგვარდა
შუახევის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის სისტემის გაუმჯობესებისა და მოსახლეობის უკეთესი წყალმომარაგების მიზნით რამდენიმე პროექტი განხორციელდა. მათ შორისაა, სოფელ გორში განხორციელებული პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა 45 - მდე ოჯახის სასმელი წყალით უზრუნველყოფას. პრობლემა, რომელიც გორის სოფლის მოსახლეობას წლებია აწუხებდა და განსაკუთრებით ზაფხულში განიცდიდა წყლის რესურსის სიმცირეს, ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევით წელს მოუგვარდა. პროექტის ფარგლებში მოეწყო სათავე ნაგებობა, გამანაწილებელი აუზი და სასმელი წყლის მაგისტრალი. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,, ნაგო“ აწარმოებდა. პროექტზე 114 998 ლარამდე დაიხარჯა. მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში, მოსახლეობის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით 1 709 000 ლარი დაიხარჯება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)