|
2019-09-10 15:44:41, 2195 ნახვა
კომენტარი
ხატია მოისწრაფიშვილი: მოქალაქეობრივი ეთიკა არ მაძლევს უფლებას, საჯარო პოლემიკაში შევიდე პრეზიდენტთან
პროფესიული გამოცდილება და ეთიკა არ მაძლევს უფლებას, საჯარო პოლემიკაში შევიდე საქართველოს პრეზიდენტთან და ამიტომ თავს შევიკავებ კომენტარისგან, - ასე გამოეხმაურა პრეზიდენტის ყოფილი პრესსპიკერი ხატია მოისწრაფიშვილი მის მიერ თანამდებობის დატოვებას. მოისწრაფიშვილი იმედოვნებს, რომ მედია მის პოზიციას გაითვალისწინებს და „ინციდენტს ამოწურულად“ ჩათვლის. „რამდენიმე დღეა, არ წყდება სატელეფონო ზარები ჩემი კოლეგებისგან. გასაგებია, რომ საკითხისადმი არსებობს ლეგიტიმური ინტერესი, მაგრამ მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება და მოქალაქეობრივი ეთიკა არ მაძლევს უფლებას, საჯარო პოლემიკაში შევიდე პირდაპირი წესით არჩეულ საქართველოს პრეზიდენტთან და ამიტომ თავს შევიკავებ კომენტარისგან. იმედს გამოვთქვამ, რომ ქართული მედია გაითვალისწინებს ჩემს პოზიციას და ინციდენტს ამოწურულად ჩათვლის“, - წერს მოისწრაფიშვილი. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ხატია მოისწრაფიშვილმა პრეზიდენტის პრეს-სპიკერის თანამდებობა დატოვა. აღნიშნულთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მოისწრაფიშვილი გაათავისუფლეს და ამის მიზეზად უკვე ყოფილი პრესსპიკერის მიერ საჯარო სივრცეში გავრცელებული პირადი განცხადებაა მოყვანილი.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)