|
2019-09-10 15:24:49, 1963 ნახვა
კომენტარი
თორნიკე რიჟვაძე - უახლოეს წლებში ბათუმში ყველა ქუჩა იქნება რეაბილიტირებული
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის მერთან ერთად ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. თორნიკე რიჟვაძე გაეცნო წლების განმავლობაში მოუწესრიგებელი მაიაკოვსკის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. 3 კმ. სიგრძის ქუჩის რეაბილიტაცია სექტემბრის ბოლოს დასრულდება. ამ ეტაპზე უკვე ქუჩის მოასფალტება მიმდინარეობს. გამოიცვალა და შესაბამისი მეთოდით დამუშავდა გრუნტი, დამონტაჟდა საკანალიზაციო ჭები, მოეწყო ბორდიურები, სანიაღვრე სისტემა და ტროტუარებზე დაიგო ფილები. პარალელურ რეჟიმში რეაბილიტაცია უტარდება ე.წ. ჭაობის, ბონის, გონიო-კვარიათის დასახლების ქუჩებს. სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება. „წლის განმავლობაში ბათუმის მერია კაპიტალური ტრანსფერების ნაწილში, ასევე მერიის ბიუჯეტით ახდენს 35-ზე მეტი უბნის რეაბილიტაციას და 32 მლნ. ლარზე მეტი იხარჯება ამ მიმართულებით. ეს ნიშნავს, რომ ძალიან მალე, უახლოეს წლებში ჩვენ ბათუმში პრაქტიკულად აღარ გვექნება არცერთი ქუჩა, არცერთი უბანი თანამედროვე გზის გარეშე" -განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ მაიაკოვსკის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერებისას.
(NS)
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)