2015-07-11 14:42:55, 564 ნახვა
საზოგადოება
ზვიად სიჭინავა: ყველას ვთხოვ, პროვოკაციაზე არ წავიდნენ და ხვალ ცოცხალ რიგში დადგნენ
„ყველას ვთხოვ, პროვოკაციაზე არ წავიდნენ და ხვალ უეფას სუპერთასის ბილეთების შესაძენად ცოცხალ რიგში დადგნენ“,-ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, დღეს შსს-ს წარმომადგენლების ჩართულობით ჯებირების აგება დაიწყება.
„ყველას ვთხოვ, რომ რაღაც პროვოკაციებზე არ წავიდნენ, არაფერი ასეთი არ გააკეთონ, დადგნენ ცოცხალ რიგში ხვალ, დილის 09:00 საათიდან და შეიძინონ ბილეთები“, - აღნიშნა სიჭინავა.
ცნობისთვის, უეფას ბილეთების გაყიდვა ხვალ დილის 9:00 საათზე დაიწყება.
უეფა-ს სუპერთასის ფინალური შეხვედრა თბილისში 11 აგვისტოს "დინამო არენაზე" გაიმართება. "ბარსელონასა" და "სევილიას" დაპირისპირება 22:45 საათზე დაიწყება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან