|
2019-09-04 14:22:32, 1723 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი - პოლიციელის, ჯარისკაცის, ესკორტის ოფიცრის მკვლელობისთვის მსჯავრდებულები არ უნდა შეიწყალონ
„მარიამობისდღესასწაულზე შეწყალების კანდიდატები შემიძლია ღიად ვთქვა, რომ პენიტენციურ სამსახურთან და იუსტიციის სამინისტროსთან შეჯერებული არ ყოფილა“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პრეზიდენტის მეირ პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალებასთან დაკავშირებით განაცხადა. წულუკიანი მიიჩნევს, რომ პოლიციელის, ჯარისკაცის ან სახელმწიფოს სხვა წარმომადგენლის მკვლელობისთვის მსჯავრდებულთა შეწყალება არ უნდა ხდებოდეს. „უკეთესი იქნება, რომ როდესაც სახეზეა პოლიციელის, ჯარისკაცის, ესკორტის ოფიცრის და ისეთი ადამიანის მკვლელობა, რომელიც არის სახელმწიფოს სახე და წარმომადგენელი, რომელზეც დგას სახელმწიფო, ასეთი ადამიანების სიცოცხლის ხელყოფისთვის ციხეში მყოფი ადამიანის შეწყალება არ მოხდეს ხოლმე, მე ამას ვისურვებდი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა. არსებული ინფორმაციით, შეწყალებულთა შორისაა პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული რამაზ დევაძე, რომელიც ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. რამაზ დევაძეს 2015 წელის 18 სექტემბერს 12-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)