|
2019-09-04 13:00:38, 1611 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი აშშ-ის ახალ ელჩზე: ეს არის გარკვეული მესიჯი, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებენ საქართველოსთან ურთიერთობებს
„ეს არის ინდიკატორიც და გარკვეული მესიჯიც ამერიკის შეერთებული შტატებიდან, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან ორმხრივ ურთიერთობებს“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკიმ საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანის დანიშვნას. როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, დეგნანი საკმაოდ დიდი გამოცდილების მქონე დიპლომატია. „რამოდენიმე ქვეყანაში იყო დიდი პაუზა აშშ-ის ელჩები დანიშვნის. ეს ალბათ ადმინისტრაციის ცვლილების, ზოგან შეიძლება ითქვას რადიკალური ცვლილების გამოძახილია. ელჩი რომელიც ინიშნება საქართველოში, არის საკმაოდ დიდი გამოცდილების. დიპლომატიურ სამსახურში 25 წელი, მით უმეტეს ისეთ საერთაშორისო სფეროებში და ორმხრივ ურთიერთობებში გამოცდილი ადამიანი, ჩვენთვის არის ინდიკატორიც და გარკვეული მესიჯიც ამერიკის შეერთებული შტატებიდან, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან ორმხრივ ურთიერთობებს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ. შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოში ელჩად კელი დეგნანის კანდიდატურა წარადგინა.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)