12:14 - 17 Aug, 2026
|
2019-08-31 11:53:42, 1061 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში იმყოფებოდა. თორნიკე რიჟვაძე ყინჩაურის, ღორჯომისა და ვაშლოვანის მოსახლეობას შეხვდა და მათი საჭიროებები მოისმინა. რეგიონის პირველმა პირმა მთის მცხოვრებლებს ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურისა და განათლების მიმართულებით მიღწეული შედეგები გააცნო. შეხვედრაზე შეკრებილებმა ძირითადად სოციალურ თემებზე გაამახვილეს ყურადღება. დაისვა წყალმომარაგების სისტემისა და სკოლის რეაბილიტაციის საკითხი, რაზეც მოსახლეობამ დაპირება მიიღო. ხელისუფლების პოზიციაა, რომ ამ ტიპის შეხვედრები მხოლოდ არჩევნების წინ არ ტარდებოდეს. თორნიკე რიჟვაძე სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ეტაპობრივად შეხვდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)