|
2019-08-30 11:10:29, 956 ნახვა
რეგიონი
ვლადიმერ ბორცვაძე: სოფელ ჩორჩანასთან სიტუაცია სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება
ხაშურის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ჩორჩანასთან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ ბორცვაძე იმყოფება. მინისტრის მოადგილის განცხადებით, მთელი ღამის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ადგილზე იმყოფებოდნენ. მისი თქმით, სიტუაცია არის სტაბილური და კონტროლს ექვემდებარება. „როგორც მოგეხსენებათ, მთელი ღამის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, სხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებთან ერთად ვიმყოფებოდით აქ. სიტუაცია სტაბილურია და ექვემდებარება კონტროლს. ასევე, ადგილზე იმყოფებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, ამოქმედებულია ყველა შესაბამისი მექანიზმი, რათა კონსტრუქციული თანამშრომლობით დარეგულირდეს ყველა სადაო საკითხი, ყოველგვარი ექსცესებისა და გამწვავების გარეშე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სიტუაცია არის სტაბილური და ექვემდებარება კონტროლს“, - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.
ბელგოროდის რეგიონში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა
მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო
ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი
კორუფციის ბრალდებით ჩინოვნიკები დააკავეს, მათ ქრთამი აიღეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)