13:54 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-10 14:30:02, 510 ნახვა

პოლიტიკა
თეა წულუკიანი: პუტინთან სტუმრობა და მისთვის ღიმილი, განსაკუთრებულ სიმამაცედ არ მიმაჩნია

პუტინთან სტუმრობა და მისთვის ღიმილი, განსაკუთრებული სიმამაცის მაჩვენებლად არ მიმაჩნია, - ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი „დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძის განცხადებას, რომლის თანახმადაც „ქართულ მხარეს არ ყოფნის ვაჟკაცობა ღიად წავიდეს რუსეთთან მოლაპარაკებაზე“.

წულუკიანის თქმით, საქართველოს ჰყავს ის ხელისუფლება, რომელიც ქვეყანაში სტაბილურობის მორღვევას არ დაუშვებს.

„პუტინთან სტუმრობა და მისთვის ღიმილი განსაკუთრებული სიმამაცის მაჩვენებლად არ მიმაჩნია. საქართველოს ჰყავს ის ხელისუფლება, რომელიც სტაბილურობის მორღვევას არ დაუშვებს ამ ქვეყანაში, რომელიც ომს არ დაუშვებს და რომელსაც აქვს გონიერი, პრაგმატული და ევროატლანტიკური საგარეო პოლიტიკა. ეს არის სწორედ ის, რაც მიმაჩნია მამაცობის საუკეთესო მაგალითად, იმიტომ, რომ გონივრული პოლიტიკის განხორციელება არ არის ადვილი საქართველოსთვის და ის, რაც არ არის ადვილი, არის სწორედ სიმამაცე“, - განაცხადა თეა წულუკიანმა

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics