|
2019-08-27 14:18:05, 2175 ნახვა
კომენტარი
ფინანსური მონიტორინგის სამსახური ბრიტანეთისგან ხაზარაძისა და ჯაფარიძის ანგარიშების დაყადაღებას ითხოვს
"ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ბრიტანეთის შესაბამის სამსახურს ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში მიმართა, რომ თურმე მე და მამუკა ხაზარაძე ვართ ეჭვმიტანილი ფულის გათეთრებაში და ჩვენი ფულადი სახსრები, რომელიც შეიძლება იყოს ბრიტანეთში, ეჭვი აქვთ, რომ არის კრიმინალური წარმოშობის", - ამის შესახებ "თიბისი ბანკის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბადრი ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, მასსა და მამუხა ხაზარაძის წინააღმდეგ ახალი რეპსრესიული ღონისძიებები ტარდება. "რა თქმა უნდა ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში, როდესაც მიმართავს სახელმწიფო უწყება ბრიტანელი კოლეგები ცხადია, რომ ამას იღებენ სერიოზულად და ვერ წარმოიდგენენ, რომ ეს უწყებ,ა ამ შემთხვევაში არის პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი. მინდა გითხრათ, რომ ეს მცდელობა, რომელიც ახლა განსაზღვრულია სახელმწიფო სტრუქტურების მიერ, რომლებიც, სამწუხაროდ აგრძელებენ პოლიტიკური დაკვეთის შესრულებას, ემსახურება ერთ მიზანს - რომ ბრიტანეთში ჩვენი კანონიერი სახსრების ბლოკირება მოხდეს. ამისთვის, გამზადებული იქნა უკვე ყადაღის გადაწყვეტილება, სასამართლოს მიერ დამტკიცებული. სასამართლომ სამწუხაროდ, იმის ნაცვლად, რომ გადაემოწმებინა, პროკურატურის მოთხოვნა, არის თუ არა რაიმე საფუძველი, რომ ჩვენი ფულადი სახსრები იყოს უკანონო, სასამართლომ ავტომატურად დაადასტურა ყადაღის მოთხოვნა, რომელიც იქნება გადაგზავნილი ბრიტანეთში. ჩვენ სიამოვნებით ვითანამშრომლებთ ბრიტანულ სამსახურებთან. მზად ვართ ჩვენი თითოეული ფუნტის კანონიერება დავადასტუროთ", - განაცხადა ჯაფარიძემ.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)