|
2019-08-27 13:42:10, 1890 ნახვა
კომენტარი
კაპანაძე: R2-ის გაჩუმების მერე, ახლა ცდილობენ, მაქსიმალური პრობლემები „ტვ პირველს“ შეუქმნან
"ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე "ტვ პირველის" გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მმართველი გუნდის თავმჯდომარე ბიძია ივანიშვილი მედია საშუალებებზე გავლენის მოხდენას ცდილობს. როგორც კაპანაძემ აღნიშნა, ხელისუფლების ნებისმიერი მცდელობა მედია საშუალებებზე გავლენის მოხდენის წარუმატებელი იქნება. "ხელისუფლბამ 20 ივნინის მერე, ნახა, რომ მოსახლეობამ პრაქტიკულად გადაწყვეტილება მიიღო, რომ 2020-ში ესენი გაუშვან სახლში. ერთადერთი იმედი რაც დარჩა ბიძინა ივანიშვილს, არის რომ გააჩუმოს მედია საშუალებები, რათა თავისი ალტერნატიული "სიმართლე" შესთავაზოს მოსახლეობას და ამ მორიგი ძალადობის ტალღით იქნება გავიდეს ფონს. სწორედ ამიტომ, "რუსთავი 2"-ის, მათი აზრით გაჩუმების მერე, ახლა ისინი, ცდილობენ, რომ მაქსიმალური პრობლემები შეუქმნან "ტვ პირველს". ეს პროცესი მარტივი არ იქნება. ყველა მცდელობა საერთო ჯამში იქნება წარუმატებელი. რაც უფრო გაამწვავებენ ვითარებას, მით უფრო მწვავე იქნება მათთვის ხელისუფლების დათმობა", - განაცხადა სერგი კაპანაძემ. ცნობისთვის, "ტვ პირველის" დამფუძნებლის ვახტანგ წერეთელის მამას, ავთანდილ წერეთელს "ტიბისი ბანკის" საქმეზე ბრალი წარუდგინეს. დღეს სასამართლოში ავთანდილ წერეთელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო იმსჯელებს.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)