|
2019-08-27 12:06:33, 522 ნახვა
რეგიონი
აბაშაში სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალი შენობა გაიხსნა
აბაშის მუნიციპალიტეტში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული სამსახურის ოფისის გაიხსნა. ახალი, თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი შენობა აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარითა და ტექნიკური საშუალებებით. ახალი ოფისი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ოთარ დანელიამ გახსნეს. მინისტრმა, სტუმრებთან ერთად სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკა დაათვალიერა და აბაშის ოფისის თანამშრომლებს შეხვდა. „ქვეყანაში სურსათის უვნებლობის სტანდარტები სულ უფრო უმჯობესდება. ჩვენი ამოცანაა, სურსათის უვნებლობის კონტროლი მაქსიმალურად დაუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს და სრულად მოიცავდეს რეგიონებსაც. ამისათვის კი, საჭიროა მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების მობილიზება და შესაბამისი სამუშაო პირობების შექმნა. მნიშვნელოვანია, რომ საქმიანობის სრულყოფილად და ეფექტიანად განხორციელებისთვის, სურსათის ეროვნული სააგენტოს მუნიციპალიტეტებში თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ტექნიკური საშუალებები ჰქონდეს. აბაშის ახალი ოფისი, ამის კარგი მაგალითია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. როგორც მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ოთარ დანელიამ აღნიშნა, დღეიდან, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას საშუალება ექნება თანამედროვე სტანდარტების ოფისის მომსახურებით ისარგებლონ. აბაშაში, სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალი ოფისის გახსნას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და საქართველოში სამეცნიერო მისით მყოფი მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგები ესწრებოდნენ.
(NS)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)