|
2019-08-19 13:39:39, 1226 ნახვა
რეგიონი
გორის მერი: დაველაპარაკე რუსებს, რომ უკანონობაა, რასაც აკეთებენ ჩვენს მიწაზე, მაგრამ ზურგი შემაქციეს
„დაველაპარაკე რუსებს, რომ უკანონობაა, რასაც აკეთებენ ჩვენს მიწაზე, მაგრამ პასუხი არ გამცეს და ზურგი შემაქციეს“, - ამის შესახებ გორის მერმა კონსტანტინე ე თავზარაშვილმა სოფელ გუგუტიანთკარში ჟურნალისტებს განუცხადა. გორის მერის განმარტებით, ხელისუფლება ცდილობს, რომ უკანონო ბორდერიზაცია შეჩერდეს. „მე მათთან მივედი, დაველაპარაკე, რომ ეს არის უკანონობა და რატომ აკეთებენ ასეთ რამეს ჩვენს მიწაზე, მაგრამ ამაზე მათ პასუხი არ გამცეს, პირიქით, ზურგი შემაქციეს. უბრალოდ, ჩემი მოწოდება ეს იყო, რომ გაეჩერებინათ ახლავე და უკან წაეღოთ ეს, რასაც აკეთებენ. მაგრამ, ისევ ვიმეორებ, მათ ამაზე პასუხი არ გამცეს. ერთი ის თქვეს, რომ ჩვენ ვასრულებთ ბრძანებასო. ამიტომ, რა ვიცი მე, მთელი დღე აქ ვიქნები, ჩემს შესაძლებლობაში რაც შედის, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ასეთი უკანონობა არ მოხდეს. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ შეჩერდეს და მომავალში აღარ იყოს, აღარ გაგრძელდეს ასეთი უკანონო ბორდერიზაცია და მე დარწმუნებული ვარ, რომ სულ მალე აღებული იქნება მავთულხლართები და გათავისუფლებული იქნება ეს ტერიტორია“, - განაცხადა გორის მერმა. შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გუგუტიანთკარში ე.წ. ბორდერიზაციის სამუშაოები განაახლეს. მათ ადგილზე ბოძები და სამშენებლო ტექნიკა მიიტანეს. აღსანიშნავია, რომ ე.წ. სასაზღვრო ბარიერების მონტაჟი 3 დღის განმავლობაში შეჩერებული იყო.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)