|
2019-08-13 15:27:07, 3336 ნახვა
მსოფლიო
ყირგიზეთის ექსპრეზიდენტს სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებაში ედება ბრალი
ყირგიზეთის ეროვნული უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელმა ორობედ ოპუმბაევმა ყოფილი პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაში დაადანაშაულა, - ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს. ოპუმბაევმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი სახელმწიფო გადატრიალებისთვის ემზადებოდა და მის რეზიდენციაზე შტურმი სწორედ მის გაუვნებელყოფას ემსახურებოდა. მისი თქმით, ატამბაევის სახლში იარაღის მარაგი აღმოაჩინეს, მათ შორის სნაიპერული თოფი და პისტოლეტები, ხოლო სახლის მესამე სართული გამაგრებული იყო, როგორც სამხედრო ბუნკერი. ოპუმბაევმა ატამბაევი სპეცრაზმელების გამიზნულად დახოცვაშიც დაადანაშაულა. თავის მხრივ, ატამბაევმა დაკითხვაზე აღიარა, რომ შტურმის დროს იარაღი გამოიყენა. შეგახსენებთ, რომ 7-8 აგვისტოს ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტის, ალმაზბეკ ატამბაევის დასაკავებლად ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ ექსპრეზიდენტი დააკავეს. სპეცოპერაციის დროს, პოლიციასა და ატამბაევის მომხრეების შეტაკების შედეგად 52 ადამიანი დაშავდა, ერთ-ერთი სპეცრაზმელი კი, გარდაიცვალა. იქამდე, ყირგიზეთის პარლამენტმა 20 ივნისს ქვეყნის პროკურატურას ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ ბრალდებების ნუსხა გადასცა, რომელთა შორის, ატამბაევს კორუფციაშიც სდებენ ბრალს. ატამბაევმა პარლამენტის ბრალდებებს აბსურდული უწოდა.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)