|
2019-08-12 15:23:48, 1262 ნახვა
კომენტარი
სალია: „რუსთავი 2“-ის გასხვისების პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე იქნება
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წილების გასხვისებასთან დაკავშირებული პროცესი საჯარო და გამჭვირვალე იქნება, - ამის შესახებ ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც სალიამ აღნიშნა, ჟურნალისტებს პირველ რიგში ექნებათ შესაძლებლობა გაიგონ პოტენციური მყიდველების ვინაობა და მათთვის საინტერესო კითხვები დაუსვან. „პირველ რიგში, მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ კომპანიის წილების გასხვისებასთან დაკავშირებული პროცესი იქნება საჯარო და მაქსიმალურად გამჭვირვალე. თქვენ, ჟურნალისტებს, პირველ რიგში გექნებათ შესაძლებლობა იცოდეთ პოტენციური მყიდველების თაობაზე, დაუსვათ მათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები და მიიღოთ მათგან პასუხები თუ რაში გამოიხატება მათი ინტერესი და ა.შ“, - განაცხადა პაატა სალიამ. ცნობისთვის, დღეს „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილის მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა განაცხადა, რომ ტელეკომპანიას ყიდის.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
შსს: ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ერთ დღეში 20 000 რუსეთის მოქალაქე შევიდა, დეზინფორმაციაა
მდინარაძე ღარიბაშვილზე - როდესაც კორუფციას ასე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით, იმისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები იქნება
რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გავლით მგზავრთა ნაკადმა რეკორდი მოხსნა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)