13:44 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-09 12:19:06, 1237 ნახვა

კომენტარი
ანა დოლიძე: არა კანტი, არა ჰეგელი, არა ილია ჭავჭავაძე, არამედ მიხეილ ჩინჩალაძე

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის ფარგლებში, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს, ნინო ქადაგიძეს უსმენენ.

როგორც იუსტიციის არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ სხდომის დაწყებამდე განაცხადა, კანდიდატთან  მისი მთავარი კითხვა  შეეხება იმას, თუ როგორ მოხვდა ნინო ქადაგიძე მოსამართლეების შესარჩევ სიაში ყველანაირი კონკურსისა და საჯარო პროცესის გარეშე.

„სისტემა თავად ავლენს საკუთარ იარას იმით, რომ  ყველაზე მწვავედ აქამდე გამოსული კანდიდატები, ისევე როგორც იუსტიციის საბჭოს წევრები რეაგირებენ ერთადერთ სახელზე და ეს სახელი არის მიხეილ ჩინჩალაძე. საკმარისია, რომელიმე კითხვაში გაჟღერდეს სახელი და გვარი მიხეილ ჩინჩალაძე, ამას მოჰყვება ხოლმე ზემგრძნობიარე რეაქცია კანდიდატის მხრიდანაც და იუსტიციის საბჭოს წევრების მხრიდანაც. არა კანტი, არა ჰეგელი, არა ილია ჭავჭავაძე, არამედ მიხეილ ჩინჩალაძე. ეს არის ამ სისტემის მთავარი იარა და რა თქმა უნდა, ამ მიმართულებითაც დაისმება კითხვები დღეს და მომავალშიც. პირველ რიგში რა ურთიერთობები აქვთ გამოსულ კანდიდატებთან. როგორ მოხვდა მაგალითად, ქალბატონი ნინო ქადაგიძე იმ დეკემბრის სიაში ყველანაირი კონკურსის, საჯარო პროცესის გარეშე და რით დაიმსახურა თავის დროზე მან ეს პრივილეგია და შესაბამისად, მაშინდელი ჩავარდნის შემდეგ რატომ გადაწყვიტა, რომ გამოვიდეს ამ შედარებით გაუმჯობესებულ პროცესში ახლა“, - განაცხადა დოლიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics