|
2019-08-08 16:23:08, 1370 ნახვა
კომენტარი
ვატო წერეთელი: ჩემი აზრით, მამაჩემზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და ამით ჩემზე მანიპულირება უნდათ
„TV პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი ვარაუდობს, რომ პროკურატურას მისი მამის, ავთანდილ წერეთელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა სურს. როგორც წერეთელმა თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, პროკურატურა ამით მასზე ზემოქმედებას შეეცდება. „ჩემი აზრით, უნდათ ჩემი ოჯახის წევრზე - მამაზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და ამით პირადად ჩემზე მანიპულირება“, - განაცხადა ვატო წერეთელმა. ცნობისთვის, ვახტანგ წერეთელი დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში „თიბისი ბანკის“ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიკითხა. პროკურატურა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს - მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)