20:14 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-07 19:05:29, 1344 ნახვა

კომენტარი
ბიბილოვი: ოდესმე დასავლეთი მიხვდება, რომ სააკაშვილი სახელმწიფო დამნაშავეა და უნდა გასამართლდეს

„სისხლის სამართლის საქმეებს, რომელიც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა ოსი ხალხის მიმართ ჩაიდინეს, ხანდაზმულობის ვადა არ აქვს“, - ამის შესახებ  ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „პრეზიდენტმა“ ანატოლი ბიბილოვმა TASS-თან ინტერვიუში განაცხადა.

ბიბილოვის განცხადებით, „რესპუბლიკას“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი თანამოაზრეები საერთაშორისო ძებნილთა სიაში ჰყავს შეყვანილი.

„ეს ადამიანები - 76 პირი საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით, სამხრეთ ოსეთის  მიერ საერთაშორისო ძებნილთა სიაში არიან შეყვანილნი. აგვისტოს აგრესიის ტრაგიკულ მოვლენებში დამნაშავეების მიმართ საქმეებს არ შეიძლება ჰქონდეთ ხანდაზმულობის ვადა. ამ ადამიანებზე ყოველთვის დევნა იქნება. საქართველოს ხელმძღვანელობის მოქმედებებს ოსი ხალხის გენოციდთან პირდაპირი კავშირი აქვთ“, - განაცხადა ბიბილოვმა.

ბიბილოვი დარწმუნებულია, რომ ადრე თუ გვიან დადგება დრო, როდესაც „სააკაშვილი და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ომის დაწყებაში სხვა დამნაშავე პირები პასუხს აგებენ“.

 „სააკაშვილი დღეს ერთი ქვეყნიდან მეორეში დარბის და დასავლეთის სახელმწიფოებისა და აშშ-ის მხრიდან ამ დამნაშავის გარკვეული მფარველობა არსებობს. თუმცა ვფიქრობ, რომ ოდესმე საღი აზრი გაიმარჯვებს და ამერიკელებიც და ევროპელებიც მიხვდებიან, რომ სააკაშვილი სახელმწიფო დამნაშავეა და უნდა გასამართლდეს არა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის რაღაც მუხლით, არამედ საერთაშორისო სამართლის პრინციპების საფუძველზე - კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულისთვის. ადრე თუ გვიან მას მოუწევს პასუხისგება“, - განაცხადა ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტმა.

მანვე აღნიშნა, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში განსახილველად საქართველოს წინააღმდეგ „სამხრეთ ოსეთის“ მცხოვრებთა 1500-ზე მეტი ინდივიდუალური სარჩელია გაგზავნილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics