|
2019-08-07 17:03:17, 1258 ნახვა
კომენტარი
ირაკლი ბერაია: ოკუპაცია ვერ განხორციელდებოდა, რომ არა მაშინდელი ხელისუფლების ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა
„მიუხედავად რუსეთის ზრახვებისა, ოკუპაცია ვერ განხორციელდებოდა, რომ არა საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მავნებლური, ანტისახელმწიფოებრივი და მოღალატეობრივი პოლიტიკა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, აგვისტოს ომი საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული ფურცელია, რასაც ასობით უდანაშაულო თანამოქალაქის, გმირი ჯარისკაცებისა და სამართალდამცველების სიცოცხლე შეეწირა. „ჩვენ დავკარგეთ კონტროლი ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ახალგორის რაიონზე და კოდორის ხეობაზე, ბევრ სოფელზე. ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიების 20 %, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეები ყოველდღიურ რეჟიმში ცდიან საკუთარ თავზე ოკუპაციის მძიმე შედეგებს. რუსეთი არის აგრესორი სახელმწიფო, რომელიც უკანონოდ შემოიჭრა საქართველოში და მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია. თუმცა, მიუხედავად რუსეთის ზრახვებისა, ოკუპაცია ვერ განხორციელდებოდა, რომ არა საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მავნებლური, ანტისახელმწიფოებრივი და მოღალატეობრივი პოლიტიკა, რამაც კომფორტი შეუქმნა რუსეთს, საქართველოსთან მიმართებაში მიეღწია მისი საგარეო პოლიტიკური ამოცანებისთვის. წინა ხელისუფლებამ ვერ შეძლო პროვოკაციების შედეგად განვითარებული დაძაბულობების დეესკალაცია. მისთვის მთავარი იყო საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება, გამყარება და გახანგრძლივება და არა სახელმწიფო ინტერესები. ამის ნათელი დადასტურებაა წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაჟღერებული განცხადებები, რომ თითქოს საქართველომ ომის შემდეგ ამოისუნთქა. სწორედ აქ ჩანს წინა ხელისუფლების დამოკიდებულება და მიდგომები ამ საკითხის მიმართ. ის ვინც ყველაზე მეტად დაზიანდა ომის შედეგად არის საქართველო და მისი მოქალაქეები, ხოლო ის ვინც ყველაზე მეტად ისარგებლა ამით, არის სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა. საქართველო და მისი მოქალაქეები არასოდეს შეეგუებიან ოკუპაციას. ჩვენ, ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებთან ერთად, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერით, მშვიდობიანი გზით გავამთლიანებთ ჩვენს ქვეყანას. საქართველოს აქვს გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკა, რომელიც მოიცავს როგორც დეოკუპაციის მიმართულებით გასატარებელ ნაბიჯებს, დიპლომატიურ ძალისხმევას, ასევე კონფლიქტით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის და შერიგების ღონისძიებებს, რომელსაც აქვს სრული და ერთსულოვანი მხარდაჭერა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
(NS)
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)