|
2019-08-06 16:47:23, 1195 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე: აქ გზა არასდროს ყოფილა, პროექტი შარშან დაიწყო და ხუთკილომეტრიანი გზა დაგებულია
"პროექტი შარშან დაიწყო და როგორც ხედავთ ხუთკილომეტრიანი გზა დაგებულია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აქ გზა არ არასდროს ყოფილა",- ეს განცხადება საბურთალოს მაჟორიტარმა დეპუტატმა მამუკა მდინარაძე, სოფელი დიღომი-დიდგორი-თელოვანის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა დასრულებასთან დაკავშირებით გააკეთა. მისი თქმით, მოსახლეობა ძალიან კმაყოფილია იმით, რომ მათ მიეცათ საშუალება, უმოკლეს დროში, რამდენიმე წუთში ამ ადგილიდან ქალაქში აღმოჩდნენ. "შარშან დაიწყო პროექტი და როგორც ხედავთ ხუთკილომეტრიანი გზა დაგებულია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აქ გზა არ არასდროს ყოფილა. გუშინ იმერეთში ვიყავი და ვნახე რამდენიმე ისეთი ადგილი, სადაც არასდროს გზა არ ყოფილა და უკვე იმ ადგილებში გზა იგება, ეს უდავოდ პოზიტიური მოვლენაა . მოსახლეობაც ამას ამბობს, გვხვდებიან და გვეუბნებიან, რომ ისეთ ადგილებში მოხერხდა გზის დაგება, სადაც არასდროს გზა არ ყოფილა. კომუნიკაციებზე პრობლემა აღარ არის , გაზი შემოყვანილია , ქალაქის მერმა გააკეთა განცხადება, რომ უკვე მომავალ წელს წყალიც იქნება”,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ. შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა საბურთალოს რაიონში, სოფელი დიღომი-დიდგორი-თელოვანის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა დაასრულა. სამუშაოების ფარგლებში, გზის ხუთკილომეტრიანი მონაკვეთი მოეწყო და ასფალტის საფარი 42 000 კვ.მ ფართობზე დაიგო. სამუშაოებს შპს „ენ სი სი“ აწარმოებდა. პროექტის განსახორციელებლად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2 804 000 ლარი დაიხარჯა.
(NS)
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)