17:03 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-06 13:35:41, 1231 ნახვა

კომენტარი
კახიძე: სიძულვილის ენაზე ჩანაწერი პრობლემურია - შეიძლება ხელისუფლებამ კრიტიკული აზრის ჩახშობა სცადოს

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ოთარ კახიძის განცხადებით, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებათა პროექტში, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ე.წ. სიძულვილის ენის გამოყენებასთან დაკავშირებული ჩანაწერია.

როგორც კახიძემ აღნიშნა, ჩანაწერი ბუნდოვანია და ამის გამო შესაძლოა, გამოხატვის თავისუფლება მნიშვნელოვნად შაიზღუდოს.

„რაც შეეხება ამ პროექტს, ეს კეთდება იმისთვის, რომ შინაარსობრივად გაკონტროლდეს პოლიტიკური რეკლამა. საკმაოდ პრობლემური საკითხია, რადგან სიძულვილის ენის დეფინიცია არ არის მოცემული და ბუნდოვანია ჩანაწერი. როცა ჩანაწერს ცენტრალური საარჩევნო კომისია და სასამართლო გაავრცელებენ, შესაძლოა, გამოხატვის თავისუფლება სერიოზულად შეიზღუდოს და ხელისუფლებამ კრიტიკული აზრის ჩახშობა სცადოს. ეს ჩანაწერი ან უნდა გაუქმდეს, ან მკაფიოდ განიმარტოს, თუ რა იგულისხმება“, - აღნიშნა კახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რა წერია საქართველოს შესახებ PACE-ს რეზოლუციაში - სრულად
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
35 წლის ნინო მუჯირი პირველ სამშობიარო სახლში გარდაიცვალა, ოჯახი პერსონალის დასჯას ითხოვს
პესკოვი: ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რას უხელმძღვანელებს ცხინვალის „ყოფილი ლიდერი“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics