07:37 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-06 11:05:26, 5503 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრმა ამერიკელი გენერალი უწყებრივი მედლით დააჯილდოვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალ-ადიუტანტს, გენერალ-მაიორ ტომას კარდენს უმასპინძლა.

ლევან იზორიამ ამერიკელ სტუმარს საქართველოს ეროვნული გვარდიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის - აშშ-ის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა ხაზგასმით აღნიშნა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებული დასამომავლო თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს. შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის საკითხებზე, ტოტალური თავდაცვის კონცეფციაზე, რეზერვისა და მობილიზაციის სისტემაზე, ქართულ-ამერიკული ერთობლივი პროექტის - საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) მიმდინარეობისა და მრავალეროვნული სამხედრო წვრთნების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

დასასრულს ლევან იზორიამ ამერიკელი გენერალი საქართველოს თავდაცვის ძალების ურყევი და მტკიცე მხარდაჭერისთვის უწყებრივი მედლით „გენერალი მაზნიაშვილი“ დააჯილდოვა.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია, ასევე, აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჯეფრი ჰარტმანი დაესწრნენ. გენერალ-მაიორი ტომას კარდენი საქართველოში მრავალეროვნულ სწავლება Agile Spirit 2019-თან დაკავშირებით იმყოფება.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics