|
2019-08-01 16:03:07, 1669 ნახვა
კომენტარი
გვარამია - კარგად დააკვირდეს სტრასბურგის სასამართლო, თავისი გადაწყვეტილებით როგორ ამოუშვა დიქტატურის ჯინი ბოთლიდან
"რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს აკრიტიკებს. მას შემდეგ რაც, პროკურატურამ ნიკა გვარამია "რუსთავი 2"-ის თანხების მითვისების და ქონების გადამალვის საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარა, გვარამიამ სტრასბურგის სასამართლო უსამართლო და უგუნურად მიღებულ გადაწყვეტილებაში [რომელიც, რუსთავი 2"-ის ეხება] დაადანაშაულა. "კარგად დააკვირდეს სტრასბურგის სასამართლო European Court of Human Rights, საკუთარი დაუსაბუთებელი, უსამართლო და კონვენციის და სამართლის ფუნდამენტური პრინციპების და საბაზისო ჭეშმარიტებების დარღვევით, ყველაზე უარესად კი, კონტექსტის გაუთვალისწინებლად უგუნურად მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, როგორ ამოუშვა დიქტატურის ჯინი ბოთლიდან ქვეყანაში, სახელად საქართველო. კარგად დააკვირდეს და დაიმახსოვროს: ქართველი პატრიოტები მის ამ უკვე ბოროტმოქმედების რანგში ასულ ისტორიულ სირცხვილს არ და ვერ დავივიწყებთ. ვერ დავივიწყებთ, დასავლეთმა როგორ მოკლა დასავლეთი. ვერ დავივიწყებთ, მაგრამ მაინც ვიბრძოლებთ დასავლეთისთვის და მისთვისვე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის, როგორც დასავლური ინსტიტუციისთვის", - წერს ნიკა გვარამია Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)