|
2019-08-01 11:50:36, 1309 ნახვა
კომენტარი
პროკურორი: სასამართლომ ობიექტურად შეაფასა ბრალდების მტკიცებულებები და ზვიად კუპრავა დამნაშავედ ცნო
„მოსამართლემ მიიჩნია, რომ ზვიად კუპრავას მიერ განხორციელებული ქმედება იყო დანაშაული და ის დამნაშავედ ცნო“, - ამის შესახებ „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელის, ზვიად კუპრავას საქმის პროკურორმა ქეთევან გურაშვილმა განაცხადა. პროკურორი მიიჩნევს, რომ მოსამართლემ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ობიექტურად შეაფასა. „სასამართლომ სრულად და ობიექტურად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მიიჩნია, რომ ისინი იყო საკმარისი, რათა გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილიყო მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე და ზვიად კუპრავა წარდგენილ საქმეში სრულად დამნაშავედ ცნო. მას თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა 9 თვის ვადით. მოსამართლემ მიიჩნია, რომ ზვიად კუპრავას მიერ განხორციელებული ქმედება იყო დანაშაული და ის დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში. შესაბამისად, სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას სრულად იზიარებს ბრალდების მხარე", - განაცხადა გურაშვილმა. ცნობისთვის, ზვიად კუპრავას, რომელსაც ბრალი სასამართლოს უპატივცემულობაში ედება, 9 თვიანი პატიმრობა შეეფარდა.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)