|
2019-07-31 14:51:04, 1421 ნახვა
კომენტარი
გოცირიძე ლარის კურსზე: გვენეტაძემ და ბახტაძემ აიკრან გუდა-ნაბადი და გადადგნენ
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო, პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის და სებ-ის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის გადადგომას ითხოვს. როგორც გოცირიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, ხელისუფლება არაკომპეტენტურ განცადებებს აკეთებს, როდესაც ლარის გაუფასურებას რუსი ტურისტების შემცირებით ხსნის. "2006 წელს, მაშინ, როცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ვიყავი: -იანვარში რუსეთმა სპეციალურად ააფეთქა ჩრდილოეთ კავკასიაში ჩვენსკენ მომავალი გაზსადენი, გაყინა ქვეყანა და მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ეკონომიკას. მხოლოდ ორი თვის შემდეგ შეაკეთა, რადგან სომხეთში არსებულ მიწისქვეშა გაზსაცავში მარაგები სომხეთს მხოლოდ ამ დროის განმავლობაში ეყოფოდა. რომ არა ამ მილსადენზე სომხეთის მიბმა, გაზი ჩვენთვის მრავალი წლით იქნებოდა ჩაკეტილი. მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა, ლარი კი არ გაუფასურდა, პირიქით, აპრილში და შემდგომ პერიოდში გამყარდა და ასე გაგრძელდა მომდევნო წლის განმავლობაშიც. ლარის სამიანის ნიშნულამდე დაცემის ახსნა მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიერ, სამომავლოდ რუსეთიდან ტურისტული ნაკადების შესაძლო შემცირებით, არის დემაგოგია. მიზეზი მათი არაკომპეტენტურობა და დაშვებული შეცდომებია. ლარის კურსიის ოფიციალურად ”სამამდე” გაუფასურებას თითქმის არაფერი აკლია. როგორც კი ეს მოხდება, გვენეტაძემ და ბახტაძემ აიკრან გუდა-ნაბადი და გადადგნენ თავიანთი პოსტებიდან", - წერს რომან გოცირიძე და 2006 წელს ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ამსახველ ფოტოს ავრცელებს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|



ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)