|
2019-07-30 18:13:50, 1501 ნახვა
კომენტარი
ქიბარ ხალვაშმა დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს „რუსთავი 2“-ის 40%-იანი წილი შესთავაზა
„რუსთავი 2“-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში აცხადებს, რომ ტელეკომპანიის დამფუძნებლებს, დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს 40%-იანი წილი შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო. ხალვაშის განცხადებით, მან დვალისა და აქიმიძისგან ალტერნატიული შეთავაზება მოისმინა, რაზეც გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებს. „მე შევთავაზე, რომ ყოფილიყვნენ პარტნიორები, შევთავაზე 40% რუსთავი 2-ის, რაზეც ბედნიერება ვერ შევატყვე, მაგრამ არც ის არის, რომ ხვალ საუბარი არ გაგრძელდება. თვითონ წინადადება მითხრეს, რომელიც საფიქრალია ჩემი მხრიდან და აუცილებლად ვიფიქრებ. არ დავაკონკრეტებ წინადადებას, რადგან კონკრეტიკას კონკრეტული ქმედება უნდა მოჰყვეს და ფიქრის საშუალებას ზღუდავს. მათი პასუხი ჩემს წინადადებაზე იყო, რომ ჩვენ ამას არ ვიღებთ და თუ რამე სხვა შეთავაზება გექნება კონკრეტული, მოვიფიქრებთ და გეტყვითო. დათო დვალი და ჯარჯი არიან აბსოლუტურად კონსტრუქციული, კარგი პიროვნებები, ასე რომ ნებისმიერ დროს მათთან შეხვედრა არანაირ სიმძიმეს არ წარმოადგენს“, - განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)