|
2019-07-30 16:46:20, 1621 ნახვა
კომენტარი
ხუხაშვილი: გვენეტაძის განცხადება ტერმინილოგიური აბსურდი და არაპროფესიონალიზმის ზეიმი იყო
„ტერმინილოგიური აბსურდი და არაპროფესიონალიზმის ზეიმი“ - ასე შეაფასა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადება ლარის კურსთან დაკავშირებით. ხუხაშვილის მოსაზრებით, თუ სავალუტო კურსი ქვეყანაში ტურიზმზეა დამოკიდებული, ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკა არ არსებობს. „რაც შეეხება გვენეტაძის განცხადებას და მის ტერმინილოგიას, აბსოლუტური კატასტროფა იყო. როგორ ბრიყვდება ყველა ადამიანი და როგორ კარგავენ იმას, რაც აქვთ - გაუგებარია. მან თქვა ტერმინი „საგარეო შოკი“, რომელიც გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ჩვენთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორი ქვეყნის შიგნით მიმდინარეობს ან ფინანსური, ან ეკონომიკური პროცესები და ის ირიბად აისახება ჩვენს ეკონომიკაზე. მან საგარეო შოკი რას უწოდა - უწოდა ტურისტების ნაკლებობას. ანუ, ტერმინოლოგიური აბსურდი ვიხილეთ, არაკომპეტენტურობის ზეიმი იყო მისი დღევანდელი განცხადება. კი ბატონო, ტურისტების ნაკლებობამ მოთხოვნა-მიწოდებაზე დეფიციტი გაზარდა, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ტურიზმზე დამოკიდებული კურსი არ გაიშვას საერთოდ ნებისმიერ ქვეყანაში, რადგან ტურიზმი გახლავთ სეზონური მოვლენა, როგორ შეიძლება, რომ ეს სისტემურ გავლენას ახდენდეს ვალუტის კურსზე? იმ ქვეყანას რა ვუთხარი, სადაც ეს შეიძლება მოხდეს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ეკონომიკა საერთოდ არ გვაქვს“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა „TV პირველის“ ეთერში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)