18:24 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-30 14:06:17, 1351 ნახვა

კომენტარი
კალაძე: ოქრუაშვილი ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, ნამდვილად არ არის საინტერესო ფიგურა

„ირაკლი ოქრუაშვილი ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, ნამდვილად არ არის საინტერესო“, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით.

კალაძემ დეტალებზე საუბარს თავი აარიდა და ჟურნალისტებს მოუწოდა ამ კითხვით შესაბამის სამსახურებს მიმართონ.

„ირაკლი ოქრუაშვილი ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის ნამდვილად არ არის საინტერესო. არის კითხვები, ის გასცემს ამ კითხვებზე პასუხს. მე დეტალებში გამიჭირდება შესვლა, თუ რა მუხლია, რა ბრალეულობაა, ეს კითხვა შეგიძლიათ დაუსვათ შესაბამის სამსახურებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს განცხადებით, პარლამენტის შენობაზე მიტანილი შტურმის დროს, ირაკლი ოქრუაშვილი, აქციის მონაწილეებს მოუწოდებდა და თავადაც ცდილობდა პარლამენტის შენობაში შეჭრას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
გენერალური პროკურორი - კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ელენე ხოშტარიასთან მკურნალი ექიმი ვერ შედის
რა წერია საქართველოს შესახებ PACE-ს რეზოლუციაში - სრულად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics